სტამბოლში პოლიციამ კიდევ 43 მომიტინგე დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელ X-ზე იუწყება.
„ჩვენმა პოლიციამ 43 პროვოკატორი დააკავა. სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად სამუშაოები გრძელდება“, – წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, გასული კვირის ოთხშაბათს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტის, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ გუშინ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 1 133 ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“”ქართული ოცნების” 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში 1.5 ლარზე მეტი უჯდება. ამ თანხით სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაფინანსდებოდა და პენსია 1 წლით 92 ლარით გაიზრდებოდა”