ეროვნული ბანკის საბაზისო მაკროეკონომიკური სცენარის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5%-ით, 2025 წელს 4.5%-ით, ხოლო 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.
„მომდევნო წლებში მიგრაციული ნაკადების მილევისა და მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა თავისი პოტენციური დონის ფარგლებში გაიზრდება. ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნების კვალდაკვალ უმუშევრობის დონე ეტაპობრივად მცირდება.
საბაზო სცენარში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივზე დაბლა ნარჩუნდება, რაშიც დიდი წვლილი საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებისა და საკვები ნედლეულის ფასების ეტაპობრივ შემცირებას, 5 5 მაკროეკონომიკური სცენარები ფასს 9-ის მიზნებისთვის მაკროეკონომიკური სცენარები ფასს 9-ის მიზნებისთვის გაცვლითი კურსის გამყარებასა და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას მიუძღვის“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს, მის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 6.5%-ით, ხოლო 2025 წელს 5.5%-ით გაიზრდება. პესიმისტური სცენარის მიხედვით, მშპ მომავალ წელს 3%-ით , ხოლო 2025 წელს 4%-ით გაიზრდება.
