მაიკ უოლცი რუსეთ-უკრაინის ომზე – პროგრესი იქნება – გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე, ვაპირებთ, ვისაუბროთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე

ჩვენ ვუახლოვდებით მშვიდობას და ახლა ისე ახლოს ვართ მშვიდობასთან, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობასთან მიახლოება დაიწყო იმით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს ესაუბრა.
„შემდეგ სახელმწიფო მდივანი რუბიო და მე ჩავერთეთ ჩვენს დონეზე როგორც რუსებთან, ასევე უკრაინელებთან და ახლა გვყავს ტექნიკური გუნდები უკრაინელებთან და რუსებთან ერთად ერთსა და იმავე დაწესებულებაში, რომლებიც მოლაპარაკებებს ახლო მანძილზე აწარმოებენ. პროგრესი იქნება, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე. ის ამოქმედდა პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტ პუტინთან ამ კვირაში განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ. ჩვენ ახლა ვაპირებთ ვისაუბროთ შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულის, საწვავის გადატანა და კვლავ დაიწყოს ვაჭრობა შავ ზღვაში“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?