პაპ ფრანცისკეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

რომის პაპ ფრანცისკეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ და ის ვატიკანში, თავის რეზიდენციაში დაბრუნდება. ამის შესახებ მისმა ექიმებმა, შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
პაპი ფრანცისკე უკვე 37 დღეა საავადმყოფოში იმყოფება. ს ცნობით, 88 წლის პონტიფიკოსი ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტაბილურ მდგომარეობაშია. ის რომის საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს და ორმაგი პნევმონია დაუდგინეს.
ვატიკანის ცნობით, კვირას, ადგილობრივი დროით 12 საათზე პაპი საავადმყოფოს ფანჯრიდან გამოჩნდება, რათა მიესალმოს და დალოცოს ხალხი საავადმყოფოდან გასვლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ეს როგორი სიჯანსაღეა იცით?! საბჭოთა კავშირში რომ იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის, პოლიტიკა რომ კვდება