“თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ან ხალხის ნების ფეხებზე დაკიდებაა, ან ბიძინას აგენტობა” – გვარამია

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
გავმეორდები: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ან ხალხის ნების არცოდნაა, ან მისი ფეხებზე დაკიდება, ან ბიძინას სასარგებლო იდიოტობა, ან ბიძინას აგენტობა. იმედი მაქვს, არ მოინახება არც ერთი ოპოზიციური პარტია (და ოპოზიციური პარტია მხოლოდ 5%ბარიერგადალახული არაა), რომელიც რომელიმე საფუძვლით თვითმმართველობის არჩევნებზე გასულთა შორის აღმოჩნდება.
ჩვენი კოალიციისთვის კი ერთადერთი ვარიანტი არსებობს: ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციით, და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დანარჩენი ბიძინას თამაშებია და უკანა რიცხვით მისი რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!