ჯონ კირბი – რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ს განცხადებით, , ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის, ისევე როგორც გარკვეულწილად ჩრდილოეთ კორეის მზარდ სურვილს, რომ ერთმანეთთან კავშირი გააძლიერონ და გააუმჯობესონ“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, აღნიშნული სახელმწიფოები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ესხმიან თავს.
„ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია და არიან გარკვეული სახელმწიფოები, რომლებსაც ამ წესრიგის წინააღმდეგ მოქმედების სურვილი აქვთ“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.