რუსეთში ტელეკომპანია დააჯარიმეს “ლგბტ პროპაგანდისთვის”

მოსკოვის სასამართლომ ტელეკომპანია “Точка ТВ” 1 მლნ რუბლით დააჯარიმა ეთერში მომღერალ ნიკოლაი ბასკოვის კლიპის ჩვენებისთვის და ის “ლგბტ პროპაგანდად” მიიჩნია.
სასამართლოს განჩინების თანახმად, კლიპის პერსონაჟი კაცის ურთიერთობა მეორე კაცთან რომანტიკული ხასიათისაა. ამაზე მეტყველებს მზერა, “საწოლის სცენებზე” რეაქცია და ქალთან ამბორი. სასამართლო ასკვნის, რომ კლიპის გმირი ეჭვიანობს კაცზე, რომელმაც “ქალთან უღალატა”.
ამასთან, გმირის ურთიერთობა ქალთან “ატარებს უპირატესად განყენებულ შემეცნებით ხასიათს”, – ნათქვამია განჩინებაში.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კლიპში მოქმედება “ჰედონიზმისა და გარყვნილების ატმოსფეროში” ვითარდება, ვინაიდან ვიდეოში არის “არავერბალური გრძნობითი ურთიერთქმედების” შემცველი სექსუალური სცენა ორი ქალის მონაწილეობით. კლიპი 2012 წელს გამოვიდა.
2022 წლის დეკემბრიდან რუსეთში აკრძალულია ლგბტ თემებზე პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. დარღვევისთვის გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმები.
2023 წლის 30 ნოემბერს ს უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით აკრძალა არარსებული საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა და ის ექსტრემისტულად გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება