ევროკავშირმა მიაღწია ახალ შეთანხმებას მიგრაციისა და თავშესაფრის ძიების პროცესების მართვის შესახებ – აცხადებს პლატფორმაზე X-ზე ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა 20 დეკემბერს.
“ევროკავშირმა მიაღწია გარღვევის მომხდენ შეთანხმებას ახალ წესებზე, რომლებიც ეხება მიგრაციისა და თავშესაფრის ძიების საკითხებს”, – წერს ის.
ეს შეთანხმება გზას უხსნის საბოლოო ხელშეკრულებას, რომელიც ივნისში ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე უნდა დამტკიცდეს.
ეს შეთანხმება 2020 წლის სექტემბერში გასაჯაროვდა და მას მიიჩნევენ პასუხად ევროკავშირში მიგრაციის პრობლემებზე. ბლოკის ძველმა წესებმა კოლაფსი განიცადა 2015 წელს, როცა ევროპაში უკანონოდ ჩავიდა 1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა სირიასა და ერაყში ომებს იყო გამოქცეული. თუმცა ბლოკს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევია, რადგან წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ რომელმა სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიგრანტებზე მათი ჩასვლის მომენტში და უნდა დაეკისროთ თუ არა სხვა წევრ ქვეყნებს დახმარების პასუხისმგებლობა.
