სებ-მა ორი მიკროსაფინანსო დააჯარიმა – მიზეზები

ეროვნულმა ბანკმა 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. „ჯორჯიან კაპიტალი“ 4 000 ლარით, “ცენტრალი” კი 8 000 ლარით.
“მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი”-ს შემთხვევაში დაჯარიმება გამოიწვია 4 შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დოკუმენტაციის წარუდგენლობამ გამოიწვია. რაც შეეხება “ჯორჯიან კაპიტალი“-სთვის გამოწერილ ჯარიმას, სებ-ის განმარტებით, “სესხები საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით” არ ფინანსდებოდნენ კლიენტები, რომლებიც ასახულნი იყვნენ “კლიენტთა ბაზის ფორმაში”.
ჯამში, 2023 წელს მარეგულირებელმა სულ 8 მიკროსაფინანსო ინსტიტუტი, 5 საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი, 3 კომერციული ბანკი, 3 საბროკერო კომპანია და 114 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

ასევე დაგაინტერესებთ