მსგავსი აქცია არა მხოლოდ უხერხულია, არამედ, თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი კრიზისია “ნაციონალურ მოძრაობაში” – მმართველი გუნდი სააკაშვილის პროცესსა და ენმ-ის აქციაზე

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, ს სასამართლო პროცესს და “ნაციონალური მოძრაობის” აქციას, მმართველი გუნდი ეხმაურება. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები ღია და გამჭვირვალეა, აქციებს კი, მხოლოდ ვიწროპარტიული მოტივი აქვს.
“პროცესები მიმდინარეობს მართლაც მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოებას ამით შესაძლებლობა ეძლევა, თავად გამოიტანოს დასკვნები მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებებიდან გამომდინარე. ამის გათვალისწინებით, რამდენად აქტუალურია იმ მცირე ჯგუფის პატარა აქცია, რომელიც ტარდება სასამართლოს წინ, საზოგადოება ამაზე შესაბამისს დასკვნებს აკეთებს,” – აღნიშნა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
“ნებისმიერი მსგავსი აქცია არა მხოლოდ უხერხულია, არამედ, თვალსაჩინო მაგალითია, იმისა, თუ როგორი კრიზისია “ნაციონალურ მოძრაობაში” და რადიკალურ ოპოზიციაში,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.
რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყება. სხდომას 7 ნოემბრის ეპიზოდზე, თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტიც დისტანციურად დაესწრება. სავარაუდოდ, ის განცხადებას გააკეთებს. დღეს იგეგმება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა. სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან შეკრებილები, რომლებიც აქციას მართავენ. საქმეში, სააკაშვილთან ერთად, ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო