“ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ გაუშვა, ხან NDI-ს ოფისში შევარდებიან, ხან IRI-ს, ვიცით, კიდევ სადაც უნდათ შევარდნა” – რატი იონათამიშვილი

პარტია “ქართულ ოცნებაში” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს NDI-ს კრიტიკის გამო აკრიტიკებენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაბალი რეიტინგი დამსახურებული და კანონზომიერია.
“ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ გაუშვა, ხან NDI-ს ოფისში შევარდებიან და დახევენ დასკვნებს, ხან IRI-ს ოფისში შევარდებიან და ვიცით, კიდევ სადაც უნდათ შევარდნა, მაგრამ იქ დღემდე ვერ ბედავენ. მათ მოსაზრებებს არანაირი ფასი არ აქვს. ორმაგი და ათმაგი სტანდარტი ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი “ღირებულება” არის და რჩება.
ის, რომ ამ ადამიანების რეიტინგს უკვე პულსი არ ესინჯება, დამსახურებული და კანონზომიერია, ვინაიდან არ დაუმსახურებიათ, რომ მათ რაიმე სახის მხარდაჭერა ჰქონდეთ და, ფაქტობრივად, საკუთარი ამომრჩევლის გადაგდებით და მოტყუებით გამოიჩინეს თავი, არათუ, ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლითა და მტრობით. შესაბამისად, დაელოდონ 2024 წლის არჩევნებს და მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაბალი აღმოჩნდება,”- აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო კვლევა არასწორადაა ჩატარებული და რეალობას არ ასახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„დიფ სთეითმა“ რასაც ვერ მიაღწია ქუჩით, სურს მიაღწიოს ფულით! ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით

2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ “დემოკრატიას იცავდნენ” და ახლა “ავტოკრატიაა”, ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა