“ნაციონალურ მოძრაობას” და მის შენაერთებს, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე კლებულობს” – გივი მიქანაძე

“არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე კლებულობს, გამომდინარე იმ შიდა დაპირისპირებიდან, არასერიოზულობიდან და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების აცდენიდან,”- ეს განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის პრეტენზიასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ს NDI-ს კვლევის მიმართ აქვს.
მიქანაძე ოპოზიციონერი ლიდერის ორმაგ სტანდარტებს უსვამს ხაზს.
“ის კვლევები, რომელიც მათ უწერს რეიტინგის თვალსაზრისით არარსებულ ციფრებს, ეს მათთვის მისაღებია, ხოლო ის კვლევები, რომელიც უწერს ისეთ მონაცემებს, რომელიც ბარიერის გადალახვის კითხვის ნიშანსაც აყენებს, ეს მათთვის მიუღებელია. რას ამბობს “ნაციონალური მოძრაობა” და მათთან დაკავშირებული პირები, რეალურად, ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის.
NDI-ს კვლევა რომ რეალობისგან აცდენილია მმართველ პარტიასთან მიმართებაში, ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და მის შენაერთებს, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე კლებულობს, გამომდინარე იმ შიდა დაპირისპირებიდან, არასერიოზულობიდან და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების აცდენიდან,”-აცხადებს გივი მიქანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს