ჩინეთი ნიკარაგუას ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ჩინეთი ნიკარაგუას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტსა და ნიკარაგუის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ორმა მხარემ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანოს“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ჩინეთი ნიკარაგუის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის სტაბილურად განვითარებას მტკიცედ უჭერს მხარს და ნიკარაგუის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩარევას ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია განცხადებაში.
დანიელ ორტეგამ სი ძინპინს განუცხადა, რომ ნიკარაგუას ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობები არ ექნება.
ცნობისთვის, პეკინმა და მანაგუამ დიპლომატიური ურთიერთობები 2021 წელს აღადგინეს, მას შემდეგ, რაც ნიკარაგუამ ტაივანთან ურთიერთობები გაწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი