ყველა მოქალაქეს სრულად დაუფინანსდება ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები

2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს სრულად დაუფინანსდება ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები. თბილისის მოსახლეობისთვის საჭირო ხარჯს მუნიციპალიტეტი დაფარავს, რეგიონებისას კი – ჯანდაცვის სამინისტრო.
ამ დრომდე მედიკამენტები უფინანსდებოდათ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, თუმცა ახლა სოციალური სტატუსი განმსაზღვრელი აღარ იქნება.
“ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს”, – თქვა თბილისის მერმა მ დედაქალაქში რეგისტრირებულ მოსახლეობაზე საუბროს დროს.
უფრო ადრე, 22 ნოემბერს, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უწყებამ ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის წესით, “მნიშვნელოვნად დაბალ ფასად” შეძენა დაიწყო.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტებს სრულად დაუფინანსებს მკურნალობის კურსს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას