პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციის გენერალურ მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა ბრიუსელში, „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ (European Data Protection Supervisor) ინსტიტუციის გენერალურ მდივანთან, ლეონარდო სერვერა ნავასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხები, ასევე, ევროინტეგრაციის გზაზე აღნიშნული ორგანოს მხარდაჭერა სამსახურისადმი, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში.
„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციის გენერალური მდივნის აპარატის უფროსი – სონია პერეზ რომერო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აპარატის უფროსი – ნიკოლოზ პოპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი – ანა თოხაძე.
„ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი“ არის ევროპის ინსტიტუცია, რომელიც მონიტორინგს უწევს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ დებულებათა გამოყენებას და მისი მთავარი ფუნქცია გახლავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ორგანოებზე ზედამხედველობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“