მერაბ მეტრეველი: ქოცები არ შემომიხტეთ აქ სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ ურევო, თორემ თქვენს საარჩევნო კლიპს შეგტენით ცხვირში და კიდევ ტალახაძის შტანგას

“რაც საქართველოს ნაკრები არსებობს, მისი არცერთი თამაში არ გამომიტოვებია. არცერთი! ყველა ნანახი მაქვს.
ის ერთადერთი გუნდია, რომელსაც ვგულშემტკივრობ.
არც სხვა დიდი ქვეყნის ნაკრებისთვის მიგულშემატკივრია როდესმე და არც რომელიმე დიდი კლუბისთვის, ამიტომ ნაკრების გულშემტკივრობა ჩემს დნმ-შია და ამაზე ხელს ვერაფერი ამაღებინებს.
დარმწუნებული ვარ ასეა ბევრი ჩემნაირი ძველი გულშემატკკვარი. რაც უნდა არასწორი სამოქალაქო პოზიცია დაიკავონ ბიჭებმა ჩვენ ნაკრების გულშემატკივრობაზე უარს ვერ ვიტყვით, რადგან ეს ჩვენს ძალებს აღემატება.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხმამაღლა არ გამოვხატავთ ჩვენს გულისწყვეტას მათი დუმილის გამო, სოლოდარობის ნაკლებობის გამო.
ნაკრების ერთ ფეხბურთელს მაინც შეეძლო უკანონოდ დაპატიმრებული მათი თანატოლი ბიჭები ეხსენებინა. კარგია გოლს დედას რომ უძღვნით, მაგრამ ამ ბიჭებსთვისაც მიგეძღვნათ, რა დაშავდებოდა, უმეტესობა ხომ თქვენი გულშემატკივარია და ალბათ ციხეშიც უყურეს თამაშს და მიუხედავად თქვენი დუმილისა, მომავალშიც გაიხარებენ თქვენი წარმატებით.
P.s. ქოცები არ შემომიხტეთ აქ სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ ურევო, თორემ თქვენს საარჩევნო კლიპს შეგტენით ცხვირში და კიდევ ტალახაძის შტანგას”,  – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – საფუძვლიანია ეჭვი, შიდა ამბოხს ხომ არ ამზადებდნენ „ოცნების“ ყოფილი ჩინოსნები, შეიძლება ორგანიზატორებს ჰქონდათ ასეთი დაპირება – გადატრიალების იდეის დისკრედიტაცია მოხდა, მაგრამ პროტესტის – არა

ირაკლი ქადაგიშვილი – ეს არის სირცხვილი ევროკავშირისა, როცა ასე იქცევიან – მხარს უჭერენ სახელმწიფო გადატრიალებას და გმობენ ქართველი ხალხის არჩევანს – თვითონვე თელავენ ფეხქვეშ ევროპულ ღირებულებებს და ამას ხალხი ხედავს