საფრანგეთში ქართველ ქალს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებენ

საფრანგეთის ქალაქ ტულონში 28 წლის საქართველოს მოქალაქე ქმრის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, იუწყება ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“.
როგორც ჟურნალისტებს ტულონის პროკურატურაში უთხრეს, ბრალდებულმა 16-17 დეკემბრის ღამით 31 წლის მეუღლე დაახრჩო, მას 18 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მედიის ცნობით, მკვლელობამდე მეზობლებმა ცოლ-ქმრის ჩხუბის ხმა გაიგეს.
პროკურორის, სამუელ ფინელცის განცხადებით, მომხდარის დროს სახლში იყო წყვილის ხუთი შვილი. თუმცა, იგი არ აკონკრეტებს, შეესწრნენ თუ არა ბავშვები მკვლელობას. ისინი ახლა სოციალური სამსახურების მზრუნველობაში არიან გადაყვანილნი.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა თავდაპირველად აღიარა ბრალი, მაგრამ მოგვიანებით ჩვენება შეცვალა.
ბრალდებულის დედის თქმით, მისი შვილი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და მუდმივად კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა მისთვის უცნობია მომხდარის დეტალები.
„ბრალი დამტკიცებული არაა, ჩემი შვილი პატარა გოგოა, როგორ შეეძლო ბიჭი გაეგუდა?დაამტკიცებს ალბათ გამოძიება. გაქცეული არ ყოფილა, იქვე აიყვანეს“, – უთხრა მან „მთავარ არხს“.

ასევე დაგაინტერესებთ