ბექა ქურხული: ქვეყანა დასახსნელი აღა-მაჰმად-ხანისგან გვყავს

“ქვეყანა დასახსნელი აღა-მაჰმად-ხანისგან გვყავს” – ამის შესახებ მწერალმა ბექა ქურხულმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

სამხედრო რეპორტიორის შეფასებით, დღეს საქართველოში მმართველობა ოკუპანტი რუსეთის ხელშია, რომელიც ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხელით აკეთებს.

დღეს ჩვენ თბილისში გვყავს პირდაპირ აღა-მაჰმად-ხანი. ხელისუფლება და თბილისი ხელში აქვს აღებული არა ცუდ ხელისუფალს, არა სულელ ხელისუფალს, არა თუნდაც დამნაშავე ხელისუფალს. დღეს საქართველოში გვყავს პირდაპირ ოკუპანტი, ვიღაცის “ნამესნიკი” სახელად ბიძინა ივანიშვილი. ამას “ნამესნიკს” დაარქმევ, უცხო ქვეყნის გუბერნატორს დაარქმევ თუ ხანს, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, ქვეყანა გვყავს დასახსნელი აღა-მაჰმად-ხანისგან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქვია”, – ამბობს ბექა ქურხული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში