მაიკლ ჰერცოგი – ისრაელი მზად არის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ბრძოლა შეაჩეროს

ისრაელი მზად არის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ბრძოლა შეაჩეროს, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა აშშ-ში, მაიკლ ჰერცოგმა განაცხადა.
„ისინი იმედოვნებდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხანგრძლივი იქნებოდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლის პირობებში, რომელშიც ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით, დამატებით კატარის ზეწოლის ფონზე, ისინი შეთანხმების პირობებს დათანხმდებიან, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა მაიკლ ჰერცოგმა.
მაიკლ ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ახლა „ჰამასს“ უფრო ფართო მოთხოვნები აქვს.
ცნობისთვის, აშშ-ში ისრაელის ელჩის ძმამ და ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ელჩებთან შეხვედრაზე მსგავსი განცხადება გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი