განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები აცხადებენ, რომ ყოველდღიურად შეიკრიბებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.
მათივე თქმით, „არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში განათლების სისტემაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება“, ამიტომ აუცილებელია დაინიშნოს ახალი .
აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.