სტამბულში, საპროტესტო აქციას მართავენ სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტები (ვიდეო)

დღეს, 19 მარტს, სტამბულში, საპროტესტო აქციას მართავენ სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი აპროტესტებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას რომლითაც სტამბულის მერს, ექრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმეს.
◾სტუდენტებმა მსვლელობა უნივერსიტეტის კაფეტერიიდან დაიწყეს სასწავლებლის მთავარი შესასვლელისკენ. სტამბოლის უნივერსიტეტის მთავარ ჭიშკართან პოლიციამ სტუდენტების შესაჩერებლად ბარიკადები მოაწყო, მათ შესაჩერებლად ასევე გამოიყენა წიწაკის სპრეი.
◾სტუდენტებმა ბარიკადების გარღვევა შეძლეს და უნივერსიტეტის ეზოში შევიდნენ.
◾აღსანიშნავია, რომ ყველა სპეცრაზმელს, რომელიც სტუდენტების წინააღმდეგ იყო მობილიზებული, თავზე ეხურა დანომრილი ჩაფხუტი, რომლითაც მათი იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის