რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის ოთხ რეგიონში 57 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ღამით ს ტერიტორიაზე 57 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 35 დრონი – კურსკის ოლქში ჩამოაგდეს, 13 – ორიოლის ოლქში, თითო-თითო კი ტულასა და ბრიანსკში.
გარდა ამისა, 7 დრონი აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე ჩამოაგდეს.