ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს ხვდებიან.
ყოფილ მინისტრთან შეხვედრაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ძლიერი საქართველოდან“ ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრები ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ბუტიკაშვილი და „გახარია – საქართველოდან“ დიმიტრი ცქიტიშვილი იმყოფებიან.
სავარაუდოდ, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და გაბრიელიუს ლანდსბერგისის განსახილველი საკითხები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრამდე გაბიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა