რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი – რუსეთი კოსმოსში თანამშრომლობის პერსპექტივებს ილონ მასკთან განიხილავს

რუსეთი კოსმოსში თანამშრომლობის პერსპექტივებს ილონ მასკთან განიხილავს, – ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
„ჩვენ „როსკოსმოსის“ ახალ ხელმძღვანელთან კოსმოსური მიმართულებით ამერიკელებთან ერთად მუშაობის იდეა უკვე განვიხილეთ. მასკთან ერთად მუშაობა მხოლოდ მარსზე გაფრენის შესახებ იდეას წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს დიალოგი გაგრძელდება“, – განაცხადა კირილ დმიტრიევმა.
მისი თქმით, თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ილონ მასკთან უახლოეს მომავალში გაიმართება.
„გვჯერა, რომ მასკი უნიკალური ლიდერია, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით კაცობრიობის წინსვლაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნა დმიტრიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!