მოსკოვის პროკურატურა მოითხოვს ბორის აკუნინის გასამართლებას “უცხოეთის აგენტების” მუხლით

მოსკოვის პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა წამოიწყო მწერალ ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) წინააღმდეგ, “უცხოეთის აგენტების” კანონით განსაზღვრული წესების დარღვევის გამო.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მწერალს ორჯერ დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ მან განაგრძო შეტყობინებების და მასალების გავრცელება იმის აღნიშვნის გარეშე, რომ რუსეთში “უცხოეთის აგენტადაა” გამოცხადებული.
პროკურატურა საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თხოვნით, “უცხოეთის აგენტების” ვალდებულებებისთვის თავის არიდების მუხლით.
ბორის აკუნინი 2014 წლიდან ლონდონში ცხოვრობს. იგი ხშირად გამოდის ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის კრიტიკით, აკუნინი აკრიტიკებდა ს ანექსირებას და რუსეთის მხრიდან ში სრული მასშტაბით შეჭრას.
2023 წლის დეკემბერში უწყება “როსფინმონიტორინგმა” აკუნინის სახელი შეიტანა “ტერორისტებისა და ექსტრემისტების” სიაში. იმ დროსვე ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მწერლის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, ტერორიზმის საჯაროდ გამართლების და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების მუხლებით. 2024 წლის იანვარში აკუნინი “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა გამომცემლობა “ზახაროვში”, რომელიც მწერლის წიგნებს ბეჭდავს. გამომცემლობა АСТ-მა და მაღაზიათა ქსელმა “ჩიტაი-გოროდმა” შეწყვიტეს აკუნინის წიგნების გავრცელება. აკუნინის სახელი წაშალეს მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების აფიშებიდან, ზოგიერთმა თეატრმა ეს სპექტაკლები საერთოდ მოხსნა პროგრამიდან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!