მარკო რუბიო – უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით

უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
„სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ან ექვსი თვის წინ ვიყავით. ეს ომი უკვე სამი წელია გრძელდება და პრეზიდენტს მისი დასრულება სურს“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, გასულ კვირას საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ „უკრაინის დელეგაციისგან კარგი მხარდაჭერა მიიღეს“.
„ისინი დათანხმდნენ, რომ სროლა შეწყვიტონ და ყველაფერი ისე გაყინონ, როგორც არის, რათა ჩვენ საუბრის დაწყება შევძლოთ იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდეს ეს სამუდამოდ. ახლა კი, რუსების მხრიდანაც მსგავსი რამ უნდა მივიღოთ. სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გასულ კვირას პუტინს შეხვდა და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ის გარკვეული ინფორმაციით დაბრუნდა, მაგრამ ხვალ პრეზიდენტის პუტინთან საუბრის შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება“, – აღნიშნა რუბიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი