ნარკოდანაშაულისთვის სავალდებულო მკურნალობა სისხლის სამართლის სასჯელი იქნება – მდინარაძე

„ქართულ ოცნებას“ ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის სახით სისხლის სამართლის კოდექსში სავალდებულო მკურნალობა შემოაქვს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ, დღეს, 17 მარტს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სავალდებულო მკურნალობა სასჯელად განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება გამოყენებული.
„გარდა იმისა, რაც დაანონსებული იყო, ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა. ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება სისხლისსამართლებრივი სასჯელის კატეგორია… ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის წესით, სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი. იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევებში [იყო]. ეს შეფასებული იქნეs მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში, ასევე შესაძლებელია ამას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგის, ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ. და მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, და არა მხოლოდ კერძო, არამედ ზოგადი პრევენციისათვისაც, ძალიან კარგი იყოს ამ სასჯელის დანიშვნა, სხვა სასჯელთან ერთად, ან უამისოდ, ამაზე ვიმსჯელებთ. ეს კიდევ სამსჯელო თემაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია