პაატა ნაცვლიშვილი: ასე იყო დათო წერედიანის შემთხვევაში, ასე იყო მიშა კობახიძის შემთხვევაში… და აი, დღესაც – ოთარ იოსელიანის დაკრძალვა

“ჰოდა, ახლა თავად ვარ მოწმე
ჰოდა, რატომღაც გადაჭარბებული მეგონა, როცა ვკითხულობდი, რომ რომელიმე გამოჩინებული თანამემამულის დაკრძალვას სულ რამდენიმე ადამიანი დაესწროო. არადა, ახლა თავად ვარ მოწმე ასეთი შემთხვევებისა. ასე იყო დათო წერედიანის შემთხვევაში, ასე იყო მიშა კობახიძის შემთხვევაში… და აი, დღესაც – ს დაკრძალვა.
ჰოდა, თუ პაოლო იაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის დროს ამის მიზეზი საყოველთაო შიში და სახელმწიფო ტერორი იყო, ახლა ხომ ვართ უშიშრები და დამოუკიდებლები?! თუ მაშინ საკუთარი აზრის გამოხატვა რაგინდარა ფორმით, სახიფათო იყო, ახლა ხომ ვცემთ პატივს გამოხატვის თავისუფლებას? თუ მაშინ საბჭოთა იმპერიის წნეხში ვიხრჩობოდით, ახლა ხომ ვართ ევროპასტატუსმონიჭებულები?
ჰოდა, ფართო საზოგადოებაზე არაფერს ვიტყვი, ქართულ კინოში დღეს დასაქმებული გოგო-ბიჭები მაინც სადღა იყვნენ თავისი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტით, თავისი კინოცენტრითა თუ უკინოცენტროდ? ერთ-ორ მათგანს თუ მოვკარი თვალი იმ ორიოდე ათეულ ჭირისუფალში. გაიგებენ კი ოდესმე, რომ ოთარ იოსელიანი მათაც მოუკვდათ?! როგორც თუნდაც კინოს მუშაკებს?! როგორც თუნდაც ქართველებს?!”  –  წერს სოციალურ ქსელშიჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს დიდი ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება