კანადის პრემიერი – დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – უნდა შეწყვიტოს თავდასხმები

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და უკრაინის პრეზიდენტთან, სთან უკრაინის მშვიდობის გზები განიხილა.
„ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ სტარმერს, პრეზიდენტ ზელენსკის და ბევრ ჩვენს უახლოეს მოკავშირეს, რათა განგვეხილა უკრაინის გზა მშვიდობისკენ. კანადა მხარს უჭერს ში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებას. ახლა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები. დროა, კეთილსინდისიერად მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. “დიდი შვიდეულის“ მიერ შარლევუაში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გავამკაცრებთ სანქციების მონიტორინგს“, – წერს კანადის პრემიერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, კანადა უკრაინის მტკიცე მოკავშირეა და უზრუნველყოფს, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად როგორც ახლა, ასევე მომავალში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი