ჩრდილოეთ მაკედონიაში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 51 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ქალაქ კოჩანში მდებარე კლუბ „პულსში“ დღეს გამთენიისას გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი კონცერტის დროს გაჩნდა, რომელსაც 1 500-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, პიროტექნიკური საშუალებების გამოყენებამ გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით