მამარდაშვილის საოცარი მოგერიება – “ვალენსიამ” კატალონიიდან ქულა წაიღო [VIDEO]

ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ჟირონას“ დაუზავდა – 1:1.
კატალონიური გუნდი უპირატესობას ფლობდა, პირველი ყველაზე სახიფათო მომენტი შესვენების შემდეგ შექმნეს, როდესაც ყველას გოლი გარდაუვალი ეგონა, მაგრამ მარტინესის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია. სწრაფი კონტრიერიშისას კი „ღამურები“ ლოპესმა დააწინაურა. თუმცა, მალე სტუანიმ თავურით ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს, დანჯუმას და ასპრილიას გატანა გიორგიმ არ დაანება და მატჩი ფრედ დასრულდა.
ქართველი მეკარის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, whoscored 6.9, flashscore 6.7.
„ვალენსია“ ბოლო 3 შეხვედრაში არ
დამარცხებულა (2 ფრე და 1 მოგება), ამ მომენტისთვის 28 ქულით მე-16 ადგილზეა და 30 მარტს „მალიორკას“ უმასპინძლებს.
ჟირონა – ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ლოპესი (58), 1:1 სტუანი (64)