ძიუდოში 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, 24 წლის უკრაინელი დარია ბილოდიდი შეთავსებით ფეხბურთელის კარიერას იწყებს.
ხარკოვული კლუბი თავისი საიტით იტყობინება, რომ ბილოდიდს კონტრაქტი გაუფორმეს, ქალთა გუნდის წევრი გახდა და მალე საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება:
“ეს არა მხოლოდ უკრაინული სპორტის დიდი მოვლენა, არამედ ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. იმედს გამოვთქვამთ, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტით ბილოიდი გუნდს დაეხმარება”.
ბილოდიდი კიევშია დაბადებული, დაახლოებით ერთი წელი ურთიერთობაში იტალიელ ძიუდოისტთან, 2016 წლის ოლიმპიურ ჩემპიონთან ფაბიო ბაზილესთან იყო, 2020 წლიდან კი რამდენიმე თვის მანძილზე კიევის “დინამოს” მცველთან დენის პოპოვთან მეგობრობდა.
