– პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შეიძლება

პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შეიძლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველას ესმის, რომ დღევანდელი ტემპებით უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 5 წელიწადში შეიძლება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან ხანგრძლივია და მივიჩნევთ, რომ სახიფათოა. ჩვენ ვაჩვენეთ: ომის დროს უფრო სწრაფად შეიძლება იყოს [აღდგენის პროცესი].
პარტნიორები გვეთანხმებიან, რომ შეიძლება ამის გაკეთება 3 წელიწადში, მაგრამ ამისთვის ყველამ ძალიან ძლიერად უნდა ვიმოქმედოთ – გავძლიერდეთ, ძალიან გავზარდოთ მრეწველობა ყველა მოკავშირე ქვეყანაში, რათა გავაკეთოთ რეალური უსაფრთხოების გარანტიები მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები დაინტერესებული არიან არა უკრაინული არმიის შემცირებით, არამედ მის სამომავლო გაძლიერებაში, არა მხოლოდ როგორც უკრაინის უსაფრთხოების გარანტისთვის, არამედ უსაფრთხოების გარანტის მთელი ევროპული კონტინენტისთვის.
„ასეთი არმიის შემადგენლობაზე, გაძლიერებაზე – ყველას ესმის, რომ ეს ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, და რომ დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, ვინაიდან ეს სერიოზული ფინანსური დატვირთვაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა