მეცნიერები შეშფოთებული არიან ფუტკრებისა და სხვა მწერების სწრაფი ტემპით გაქრობის საფრთხით – პლანეტა გლობალური ეკოსისტემის მასშტაბური კრიზისის ზღვარზეა?

მეც­ნი­ე­რე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან მსოფ­ლი­ო­ში მწე­რე­ბის სწრა­ფი ტემ­პით გაქ­რო­ბის საფრ­თხით.
პლა­ნე­ტა გლო­ბა­ლუ­რი ეკო­სის­ტე­მის მას­შტა­ბუ­რი კრი­ზი­სის ზღვარ­ზეა, რად­გან მცე­ნა­რე­ე­ბის დამ­ტვერ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მწე­რე­ბი­სა და მცი­რე ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად იკ­ლებს. ამის შე­სა­ხებ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლი Earth.com წერს.
“დამ­ტვერ­ვა ყველ­გან ხდე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა ამას ვერ ამ­ჩნევს. ისე­თი პა­ტა­რა არ­სე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ფუტკრე­ბი, პეპ­ლე­ბი, ჩი­ტე­ბი და ღა­მუ­რე­ბი, მცე­ნა­რე­თა შო­რის მტვერს ავ­რცე­ლე­ბენ და მათ გამ­რავ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. დამმტვე­რა­ვის გა­რე­შე ყვა­ვი­ლე­ბი ნა­ყო­ფად ვერ გა­და­იქ­ცე­ოდ­ნენ, ხოლო თეს­ლი ვერ გავ­რცელ­დე­ბო­და“, – ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.
კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოს გა­ნად­გუ­რე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტენ­სი­უ­რი მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი სის­წრა­ფით ანად­გუ­რებს მთელ სა­ხე­ო­ბებს. მცე­ნა­რე­თა დამ­ტვერ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე არ­სე­ბე­ბის გაქ­რო­ბა მხო­ლოდ ფერ­მე­რებს არ აზა­რა­ლებს, რო­მელ­თა მო­სა­ვა­ლი მცე­ნა­რე­თა დამ­ტვერ­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს ასე­ვე გავ­ლე­ნას ახ­დენს ტყე­ებ­ზე, მდე­ლო­ებ­ზე და ქა­ლა­ქის პარ­კებ­ზეც, სა­დაც მწე­რე­ბი მცე­ნა­რე­ებს სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. მწე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის ეკო­სის­ტე­მის კა­ტას­ტრო­ფულ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს.
სა­ერ­თო ჯამ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 85% გა­რე­ულ მცე­ნა­რე­თა სა­ხე­ო­ბე­ბი­სა და 70%-ზე მეტი კულ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნა მწე­რე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის დამ­ტვერ­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მათ გა­რე­შე, ეს მცე­ნა­რე­ე­ბი ნა­ყოფ­სა და თესლს ვერ გა­მო­ი­ღებ­დნენ.
“მცე­ნა­რე­ე­ბი ნა­ყოფს არ იძ­ლე­ვი­ან, თუ დამ­ტვერ­ვა არ მოხ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ეს­პა­ნე­თის ბას­კე­თის ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა, მად­დი არ­ტა­მენ­დიმ.
მეც­ნი­ე­რე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ ფაქ­ტო­რე­ბის აღ­მო­ფხვრა, რომ­ლე­ბიც მწე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ამ­ცი­რე­ბენ.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი მცე­ნა­რე მწე­რე­ბის გა­რე­შეც მტვრი­ან­დე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ თვით­დამ­ტვერ­ვა­დი მცე­ნა­რე­ე­ბიც სარ­გე­ბელს იღე­ბენ სხვა­დას­ხვა მწე­რე­ბის­გან.
თუ კა­ცობ­რი­ო­ბა ახ­ლა­ვე მი­ი­ღებს ზო­მებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მწე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის შე­ნე­ლე­ბა, აცხა­დე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი. მათი დაც­ვა ნიშ­ნავს სი­ცო­ცხლის დაც­ვას, – ამ­ტკი­ცე­ბენ ისი­ნი.
წუარო: ambebi.ge