ზელენსკი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს

უკრაინის პრეზიდენტი, დღეს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს. ქვეყნის პირველი პირი ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორწლიან პერიოდს შეაჯამებს.
უსაფრთხოების ზომების გამო, პრესკონფერენციის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი სიტყვით, ს დროით, საღამოს 6 საათზე გამოვა. ბოლოს ასეთი ტიპის პრესკონფერენცია ზელენსკიმ წელს, 24 თებერვალს, ომის წლისთავზე ჩაატარა.
კონფერენციის პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ ზელენსკის ერთ დროს უმაღლესი რეიტინგი, ახლა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამის მთავარ მიზეზად, პრეზიდენტსა და გენერალ ს შორის ომთან დაკავშირებით არსებული სავარაუდო აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
“კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ” გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ზელენსკის მოწონების რეიტინგი 84%-იდან 62%-მდეა შემცირებული. ჯარისა და სამხედროებისადმი ნდობა კი კვლავ ურყევია და ის 96%-ზე რჩება.
ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემას განიხილავს, ხოლო “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” უკრაინას 4.3 მილიარდ დოლარს გადასცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”