ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის ელჩები რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განახლების ბოლო ვადა 15 მარტი იყო და სანქციები ახლა 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
Reuters-ი წერს, რომ სასანქციო სიაში რჩება რუსი მაგნატი მიხაილ ფრიდმანი, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი მისთვის სანქციების მოხსნას ითხოვდა.
გამოცემის ცნობით, უნგრეთი სანქციების განახლების დაბლოკვით იმუქრებოდა, თუ გარკვეულ პირებს სასანქციო სიიდან არ ამოიღებდნენ.
Reuters-ი ორ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუდაპეშტმა თავდაპირველად სიიდან 9 სახელის, მათ შორის მიხაილ ფრიდმანის ამოღება მოითხოვა, თუმცა სხვა ქვეყნების ელჩებმა ამ რაოდენობის სამამდე შემცირება მოახერხეს და ეს პირები არიან: ცნობილი ბიზნესმენის ალიშერ უსმანოვის და გულბახორ ისმაილოვა, ბიზნესმენი ვიატჩესლავ მოშე კანტორი და და რუსეთის სპორტის მინისტრი, მიხაილ დეგტიარევი. ამასთან, სასანქციო სიიდან ამოიღეს მეოთხე პირიც, ბიზნესმენი ვლადიმერ რაშევსკი, თუმცა ამის მიზეზი სუსტი სამართლებრივი საქმე იყო და არა ბუდაპეშტის მხრიდან ზეწოლა. სასანქციო სიიდან კიდევ სამი პირი გარდაცვალების გამო ამოიღეს.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია 2 400-ზე მეტ ფიზიკური პირსა და ორგანიზაციას მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…