ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი განმარტებით, სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვა.
„ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ურყევია“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით, 15 სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
