ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე – CBS

CBS News-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია, აშშ-ს გადახდების სისტემებზე რუსეთისთვის წვდომის შემდგომი შეზღუდვით, რუსულ ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და საბანკო სექტორებზე დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს. ინფორმაციას ამერიკული სატელევიზიო მაუწყებელი საკითხზე ინფორმირებულ 4 ანონიმურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე კონკრეტულ რუსულ ბანკებს 60 დღის ვადით შეზღუდვები მოუხსნა, რითაც მათ საშუალება მისცა, გაეგრძელებინათ ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება.
CBS-ის ცნობით, 12 მარტს აღნიშნულ 60-დღიან პაუზას ვადა გაუვიდა, ხოლო აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა პაუზა არ განაახლა. შედეგად, სანქცირებულ რუსულ ბანკებს, სავარაუდოდ, აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ს გადახდის სისტემებთან, რათა მნიშნველოვანი ენერგო ტრანზაქციები განახორციელონ.
იმ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, რომლებზეც დაწესებული შეზღუდვები ბაიდენის ადმინისტრაციამ 60 დღით შეაჩერა, არიან Vnesheconombank, Bank Financial Corporation Otkritie, Sovcombank, Sberbank, VTB Bank, Alfa-Bank, Rosbank, Bank Zenit, Bank Saint-Petersburg და რუსეთის ცენტრალური ბანკი.
გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს ამერიკულ საბანკო სისტემებზე წვდომა, როგორც CBS წერს, სხვა ქვეყნებსაც გაურთულებს რუსული ნავთობის შესყიდვას, შესაბამისად, შეზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. მაუწყებლის თანახმად, ამან შესაძლოა ბარელი ნავთობის ფასი 5 დოლარამდე გაზარდოს, რაც ბოლო კვირების განმავლობაში შემცირებული ფასების ფონზე, მკვეთრი ზრდა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან