რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა პეკინში შეხვედრა გამართეს

რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა პეკინში შეხვედრა გამართეს, რომელზეც სანქციების მოხსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მა ჟაოსუმ განაცხადა.
„სამმა ქვეყანამ ხაზი გაუსვა ყველა უკანონო ცალმხრივი სანქციების გაუქმების აუცილებლობას”, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს და საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
„სამივე მხარემ გაცვალა მოსაზრებები საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“, – აღნიშნა მა ჟაოსუმ.
ამასთან, მისი თქმით, ჩინეთი და მიესალმებიან ირანის მხრიდან დადასტურებას, რომ ის იყენებს ბირთვულ ტექნოლოგიას მშვიდობიანი მიზნებისთვის და არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას.
„ჩინეთი და მიესალმებიან ირანის დადასტურებას, რომ ქვეყანა ავითარებს ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნებისთვის და არა ბირთვული იარაღის შესაქმნელად“, – აღნიშნა მა ჟაოსუმ.
პეკინში გამართულ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მა ჟაოსუ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კაზემ ღარიბ-აბადი ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…