მოსკოვის მერი – რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს, – ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს“, – აცხადებს სობიანინი.
მისივე ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთი დრონი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილს დაეჯახა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…