“შშმ პირს უთხრა დეპუტატმა, “აქციებზე სიარულს თავი დაანებე, თორემ მღვდლები ტაძარში არ შეგიშვებენო“ – ესმა გუმბარიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ესმა გუმბარიძე შშმ პირებზე არსებულ წნეხსა და მუქარაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ მიმართ სახელმწიფო არასამართლიანად წერს 5 000-ლარიან ჯარიმებს და ზუსტად იციან, რომ მას ვერ გადაიხდიან, რადგან მათი დახმარება თვეში 190 ლარია.
რეალურად ახლა დავიწყეთ ხმის ამოღება და სახელმწიფო ისევ გვიშვებს “ბუტკაში“, ამ ჯარიმებით და მუქარებით და ისევ პლინტუსს ქვემოთ უნდა ჩამოგვიშვას. ზუგდიდში ერთ შშმ პირს უთხრა საკრებულოს არჩეულმა დეპუტატმა, “შენ აქციებზე სიარულს თავი დაანებე, თორემ მღვდლები ტაძარში არ შეგიშვებენო“, ვითომ მეგობრულად უთხრა, თუმცა, საკმაოდ რეალური მუქარაა, რადგან კარგად ვიცით, რომ რაჭველ აქტივისტს, ეთო არსანიძეს ბავშვი არ მოანათვლინეს ამ აქტიურობის გამო. რეგიონში კიდევ სხვა ზეწოლაა ადამიანებზე. არაფერი აღარ კეთდება, ხალხნო, რეაქციაც აღარ აქვთ, რამე ვიდეოს რომ დადებ, ელემენტარულსაც არ გიკეთებენ. მე მაგალითად, დმანისში,მუნიციპალიტეტის მერიაში შესვლას ვცდილობდი, რათა საჯარო ინფორმაციები გამომეთხოვა და არა, არ გიშვებთო, კარი დამიხურეს ცხვირწინ. შემდეგ დავაკაკუნე, შევყავი თავი ნახევრად, მაგრამ კარი გამომგლიჯეს და მომიხურეს კვლავ, კინაღამ გამჭყლიტეს“, – ამბობს ის ტვ პირველთან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი