დონალდ ტრამპი კითხვაზე, რა არის მისი ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე – ვფიქრობ, ეს მოხდება – გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ „გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება”.
კერძოდ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, თუ რა არის მისი ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე.
“ვფიქრობ, ეს მოხდება. აქამდე ბევრი ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა ვზივარ ადამიანთან [მარკ რუტესთან]… იცი, მარკ, ეს გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის…
რეალურად გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იცით, რამდენიმე ბაზა უკვე გვაქვს გრენლანდიაზე და გარკვეული რაოდენობის ჯარისკაცები გვყავს”, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც “სიენენი” წერს, ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, რომელიც ტრამპთან ერთად იმყოფებოდა, პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია ტრამპის ამ განცხადებაზე და თქვა, რომ მას არ სურს “ნატოს ჩათრევა” ამ საკითხში. თუმცა, მან აღნიშნა არქტიკის უსაფრთხოების მნიშვნელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი – დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც “ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი