დონალდ ტრამპი – ევროკავშირი ძალიან საძაგელია – ცუდად გვეპყრობიან, ჩინეთიც ცუდად გვეპყრობა, ყოფილ პრეზიდენტებს ვაბრალებ

“ევროპას თუ შეხედავთ, ევროკავშირს თუ შეხედავთ – იქ ჩვენი მანქანების გაყიდვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ეს აკრძალულია მათი პოლიტიკის გამო და მათი არაფინანსური ტარიფების გამო. შეფერხებებს გიქმნიან ისე, რომ ამაზე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.
თუ შეხედავთ, ანუ მანქანებს არ ვყიდით ევროპაში, ფაქტობრივად. მათგან მილიონობით მანქანას ვყიდულობთ. ისინი არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობას, ჩვენ ვიღებთ მათგან. თითქოს ცალმხრივი ქუჩაა მათთან. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საძაგელია.
ჩვენს კომპანიებს სასამართლოში ედავებიან. Apple იძულებული იყო 16 მილიარდი დოლარი გადაეხადა… სასამართლოში ედავებიან Google-ს, სასამართლოში ედავებიან Facebook-ს, ყველა ამ კომპანიას და მილიარდობით დოლარს იღებენ ამერიკული კომპანიებისგან…
ცუდად გვეპყრობიან. ჩინეთიც, აშკარაა, ცუდად გვეპყრობა. თითქმის ყველა [ცუდად გვეპყრობა]. და ყოფილ პრეზიდენტებს ვაბრალებ, სიმართლე რომ გითხრათ”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი