პუტინი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუმცა კონფლიქტის მიზეზები უნდა მოგვარდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ დათანხმდა ამერიკის შეთავაზებას ბრძოლის დროებით შეჩერების თაობაზე, თუმცა ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება ხანგრძლივი მშვიდობის საწინდარი უნდა იყოს და კონფლიქტის საფუძვლებს, გამომწვევ მიზეზებს უნდა პასუხობდეს.
“ჩვენ ვთანხმდებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას”, – უთხრა ჟურნალისტებს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა.
“მაგრამ ჩვენ გამოვდივართ იმ ფაქტიდან, რომ ცეცხლის შეწყვეტა ისეთი უნდა იყოს, რომ მან მიგვიყვანოს ხანგრძლივ მშვიდობამდე და აღმოფხვრას კრიზისის თავდაპირველი გამომწვევი მიზეზები”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის შეიარაღებული ძალები 2024 წლის შუა პერიოდიდან ში წინ მიიწევს და ახლა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებს. ს ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ზავს და სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს, რათა ქვეყანაში ომი დასრულდეს.
ოთხშაბათს გავრცელდა ვიდეოც, სადაც ნაჩვენებია, რომ ვლადიმირ პუტინი მწვანე სამხედრო კამუფლაჟში ჩაცმული რუსეთის დასავლეთით მდებარე კურსკის რეგიონში ჩადის. იქ უკრაინა გასულიწლის ზაფხულში შეიჭრა და ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ტერიტორიების დიდი წილი უკვე დაუბრუნა.