პუტინი: ვეთანხმებით ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც აღმოფხვრის კრიზისის ძირეულ მიზეზებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თანახმაა ში შეწყდეს ცეცხლი, მაგრამ იმგვარად, რომ აღმოიფხვრას კრიზისის ძირეული მიზეზები.
ბიბისის რუსულ სამსახურს მოჰყავს პუტინის პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკრაინის მზადყოფნას ცეცხლის შეწყვეტისთვის:
„თანახმა ვართ შეწყდეს საბრძოლო მოქმედება, მაგრამ ეს წინადადება უნდა იყოს იმგვარი, რომ მოიტანოს ხანგრძლივი მშვიდობა და აღმოფხვრას“ ომის „ძირეული მიზეზები”, თქვა პუტინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან ბელორუსის მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან ერთად გამართა და რომელზეც მან მადლიერების სიტყვები გამოთქვა -ს პრეზიდენტის სადმი.
პუტინის თანახმად, ტრამპი არ არის ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ყურადღებას აქცევს უკრაინის კონფლიქტს და ჩამოთვალა BRICS-ის (ცხრა სწრაფადგანვითარებადი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის გაერთიანება) წამყვანი ქვეყნების ლიდერები.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი, პრინციპში, მხარს უჭერს ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას, მაგრამ „არის ნიუანსები“. ერთ-ერთი ასეთი ნიუანსი, რომელიც მან დაასახელა, არის უკრაინის არმიის პოზიცია კურსკის ოლქში, რასაც მან “ალყა” უწოდა. პუტინმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან და მასზე კონტროლთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნიუანსია და ისინი დეტალურად უნდა განიხილონ აშშ-თან ერთად.
პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა უფრო ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ ვიტკოფის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ მისი და პუტინის შეხვედრა “დახურულ ფორმატში” გაიმართება.
უშაკოვის თანახმად, 13 მარტს პუტინი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს არ აპირებს.
ფორუმი