დონალდ ტრამპი ევროკავშირს ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იანი ტარიფის დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ევროპიდან იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მტრულად განწყობილმა და შეურაცხმყოფელმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ, რომელიც შეიქმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეერთებული შტატებისგან სარგებელი ნახოს, ახლახან დააწესა ვისკის საზიზღარი 50%-იანი ტარიფი. თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ მოიხსნება, მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველანაირ ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომლებიც გამოდიან საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის შეერთებულ შტატებში.