ალექსანდრე ლუკაშენკო – უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ

უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ , – ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამის შესახებ ვფიქრობდი: 30 – დღიანი ზავი, რასაც ამერიკელები და უკრაინელები ითხოვენ. უკრაინელებს სხვა არჩევანი არ აქვთ, ამერიკელებმა თქვეს: 30 დღე. სხვათა შორის, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თავად არ დათანხმდება.
„თუ ეს ზავი ყველაფრის გაყინვას ნიშნავს, იმას, რომ არანაირი მოძრაობა არ იქნება, მაშინ ამას, სავარაუდოდ, უკრაინელები არ დათანხმდებიან“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი