სიახლე ჩვენიანებს -ლიბერთის წინასაახალწლო შეთავაზება ვადიან დეპოზიტებზე

როგორც რადიო კომერსანტში სტუმრობისას ნათია გაფრინდაშვილმა, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა :

#ჩვენიანის ფარგლებში, წინასაახალწლოდ, ლიბერთი მომხმარებელს დოლარის ვადიანი ტიპის დეპოზიტებზე მაღალ სარგებელს სთავაზობს. ლიბერთი მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს შესთავაზოს მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები. #ჩვენიანის ფარგლებში, დეკემბერში, წინასაახალწლოდ, ლიბერთიმ დაიწყო აქცია დოლარის ვადიანი ტიპის დეპოზიტებზე, რომელიც პასუხობს მომხმარებლის მთავარ ინტერესს – მიიღოს მაღალი სარგებელი. „ლიბერთის გუნდი #ჩვენიანებს წინასაახალწლოდ ვთავაზობთ ბაზარზე მაღალ სარგებელს დოლარის ვადიანი ტიპის დეპოზიტებზე – წლიური 5.1%-მდე, ეფექტური 5.04%-მდე. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული დანაზოგი ან ახლა იწყებს თანხის დაგროვებას დიდი თუ პატარა სურვილებისთვის, ამ აქციის ფარგლებში წლის ბოლომდე შეძლებს მაღალი სარგებლის მიღებას“,- აცხადებს ნათია გაფრინდაშვილი, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საგულისხმოა, ასევე, რომ ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში, ლიბერთის მომხმარებლებს დამატებით, კიდევ უფრო მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ ვალუტაში – როგორც ლარში, ისე დოლარსა და ევროში. „ჩვენი, ლიბერთის გუნდის მისიაა, გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახების და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში და ამ მიმართულებით, მომავალ წელსაც ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ #ჩვენიანებს. მომხმარებელს მომავალშიც კიდევ უფრო დახვეწილ, გამარტივებულ და რაც მთავარია, მათ ინტერესებზე მორგებულ პირობებს შევთავაზებთ“,- აღნიშნავს ნათია გაფრინდაშვილი.
Get Outlook for Android

ასევე დაგაინტერესებთ