ბერლინსა და პარიზს შორის ღამის მატარებელმა მოძრაობა დაიწყო

ფრანგულმა SNCF-მა და გერმანულმა Deutsche Bahn-მა 9-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინსა და პარიზს შორის ღამის მატარებლები გაუშვეს. პირველი რესის ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა.
აღნიშნულ მარშრუტზე მატარებლებმა მოძრაობა უკვე დაიწყეს. რეისები კვირაში სამი სიხშირით სრულდება. 2024 წლის ოქტომბრიდან ღამის რეისები შესაძლოა ყოველდღიურიც გახდეს. ბილეთის ფასი 29 ევროა.
მარშრუტი ავსტრიული კომპანია Nightjet-ის პარტნიორობით დაიწყო, რომელსაც საძილე ვაგონები ეკუთვნის.
ავიანიუსი

ასევე დაგაინტერესებთ