ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთს ეწვევა

ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში უნგრეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს აპარატის ხელმძღვანელზე, გერგელი გულიაშზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამჟამინდელი გეგმების მიხედვით, ის აღდგომამდე ჩამოვა. როგორც კი ვიზიტის თარიღი დადასტურდება, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით“, – განაცხადა გულიაშმა.
ცნობისთვის, 2024 წლის 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ს პრემიერ-მინისტრის, ს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მიიწვია. ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს ბრძანებას არ შეასრულებს.